2015-02-17 23:47:36, 1039 ნახვა
სხვადასხვა
სააკაშვილი: შევარდნაძის კაბინეტში რომ შევედი კატა დამხვდა, რადგან თაგვები იყო
საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში ახალი კაბინეტი არ მოსწონს. როგორც მან გიორგი გაბუნიას გადაცემა "არჩევანში" განაცხადა, კაბინეტი ძველი და საბჭოურია, მისი თქმით, არ ჰგავს, საქართველოში არსებულ მინის კაბინეტებს, რომელიც წინა ხელისუფლებამ დატოვა.
ამასთან,საქართველოს ექს-პრეზიდენტმა რევოლუციის შემდეგი დღეები გაიხსენა, როცა იგი შევარდნაძის კაბინეტში პირველად შევიდა.
"შევარდნაძის კაბინეტში რომ შევედი, კატა დამხვდა, რადგან თაგვები იყო. წინა კატა მეთერთმეტე სართულიდან გადამხტარა, თავი მოუკლავს და ფანჯრებზე ბადეები იყო აკრული, რომ ეს კატაც არ გადამხტარიყო - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან