06:15 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-21 14:58:19, 985 ნახვა

მსოფლიო
პარიზის ტერაქტში ეჭვმიტანილი ევროპაში ახალ თავდასხმებს გეგმავდა

პარიზის ტერაქტების ორგანიზატორი ევროპაში ახალ თავდასხმებს გეგმავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

როგორც მედია საშუალება იტყობინება, ეჭვმიტანილმა სალეჰ აბდესლამმა დაადასტურა, რომ მზად იყო ბრიუსელიდან ახალი გეგმები განეხორციელებინა.

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განცხადება თავად სალეჰ აბდესლამის მიერ გაკეთებული კომენტარის შემდეგ გაავრცელა.

განცხადებას დაკავებულის ადვოკატი გამოეხმაურა. ის ბელგიის ხელისუფლებას კონფიდენციალური ინფორმაციის გახმაურებაში ადანაშაულებს და სასამართლოში ჩივილს აპირებს.

France24-ის ინფორმაციით, აბდესლამი ამჟამად ბრიუსელში კერძოდ კი ბრიუგის ციხეში იმყოფება. მათივე ინფორმაციით, საკანი, რომელშიც პარიზის ტერაქტის ეჭვმიტანილი იმყოფება მიწის ქვეშ არის განლაგებული. აბდესლამი საკანში მარტო იმყოფება. ის ციხეში 19 მარტს გადაიყვანეს, მას შემდეგ რაც ბრიუსელის საავადმყოფოდან გამოწერეს.

როგორც მედია საშუალება სამართალდამცველებზე დაყრდობით იუწყება, ეჭვმიტანილს გარე სამყაროსთან არანაირი კავშირი არ აქვს. საკანში შესვლის უფლება კი მხოლოდ ადვოკატს აქვს. აღსანიშნავია, რომ ყოველ 30 წუთში საკანს ციხის ზედამხედველი ამოწმებს და მასივე ცნობით, აბდესლამს 13 ბრონირებული და 3 სიგნალიზაციით აღჭურვილი გისოსებიანი კარი იცავს.

ამჟამად მისი საფრანგეთში ექსტრადიციის საკითხი განიხილება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics