10:41 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-21 14:50:46, 716 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტრო მზადაა,მოგების გადასახადის ახალ სისტემასთან დაკავშირებით, ბიზნესთან კონსულტაციები გამართოს

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მზადაა, მოგების გადასახადის ახალ სისტემაზე გადასვლის ვადებთან დაკავშირებით ბიზნესის წარმომადგენლებთან კონსულტაციები გამართოს.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ რეფორმის განხორციელების გარდამავალ ეტაპზე ბიზნესს სირთულეები არ შეექმნას.

„ჩვენ გავეცანით ბიზნესის მხრიდან დღეს გავრცელებულ მიმართვას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეფორმის განხორციელების  გარდამავალ ეტაპზე ბიზნესს რაიმე სახის სირთულეები არ შეექმნას. აღნიშნულიდან გამომდინარე,  მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხვალვე კიდევ ერთხელ შევხვდეთ ბიზნესის წარმომადგენლებს და მათთან ერთად მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება რეფორმის ამოქმედების ვადებთან დაკავშირებით", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, მოგების გადასახადის საგადასახადო რეფორმის განხორცილების მთავარი მიზანი ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარება, ბიზნესის განვითრებისთვის მეტი შესაძლებლობების გაჩენა და შედეგად,  ქვეყანაში დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაა.

ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საგადასახადო რეფორმაზე მუშაობის პროცესში შეხვედრები გაიმართა 10-ზე მეტ ბიზნეს ასოციაციასთან და ორგანიზაციასთან, სადაც ბიზნესის წარმომადგენლები გაეცნენ საგადასახადო ცვლილებების ძირითად შინაარსს.    მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული შეხვედრების დროს  ბიზნესის მხრიდან ცალსახად დადებითად იქნა შეფასებული რეფორმის განხორციელება საქართველოში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics