09:42 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-01 11:33:42, 653 ნახვა

მსოფლიო
აზერბაიჯანში რუსული სააგენტოს ჟურნალისტი აიტეკინ გუსეინოვა დააკავეს

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტი დააკავა.

რუსული მედიის ინფორმაციით, დაკავებულია რუსული ვიდეო სააგენტოს, „რაფთლის“ ჟურნალისტი აიტეკინ გუსეინოვა, რომელიც რუსული „სპუტნიკ აზერბაიჯანის“ ოფისის გარეთ იღებდა ვიდეოს, სადაც ორშაბათს პოლიციამ რეიდი ჩაატარა.

სააგენტოს ცნობით, „რაფთლის” რედაქტორმა, აიტეკინ გუსეინოვამ დაახლოებით 20 წუთი გაატარა „სპუტნიკის” ოფისის გარეთ გადაღებებზე. მასთან კონტაქტი სწორედ მაშინ გაწყდა, როდესაც მან სამუშაოს დასრულების შესახებ განაცხადა, დედამისმა კი მისი დაკავება დღის ბოლოს დაადასტურა.

რეიდის დროს ადგილობრივმა პოლიციამ დააკავა „სპუტნიკის” რედაქციის ხელმძღვანელი იგორ კარტავიხი და მთავარი რედაქტორი, ევგენი ბელოუსოვი. აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სააგენტო სამიზნე მას შემდეგ გახდა, რაც მიიღო ინფორმაცია, რომ ის „უკანონო დაფინანსებით“ ფუნქციონირებდა. თებერვალში ბაქომ ფაქტობრივად დახურა „სპუტნიკის“ ოფისი და აკრედიტაცია მხოლოდ ერთ ჟურნალისტს მისცა. თუმცა, გამოცემამ განაცხადა, რომ მას ოფიციალური აკრძალვა არასდროს მიუღია და ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები სააგენტოს მუშაობასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
ნავთობის ფასები კვლავ ეცემა, - Reuters
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics