2016-03-18 17:31:24, 740 ნახვა
ეკონომიკა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება ისევ 2.3157 ლარი დარჩა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება ისევ 2.3157 ლარი დარჩა.
ეროვნულმა ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში არ შეცვლილა.
ხვალიდან 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება ისევ 2.3157 ლარი იქნება. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ 0.0000 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს. ოფიციალური კურსით, 1 ევრო ხვალ, 2.6105 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.6251 ლარად არის შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0146 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან