2016-03-17 12:41:13, 924 ნახვა
ეკონომიკა
PSP-ში ლარის კურსის გამყარებასთან დაკავშირებით 500-ზე მეტ მედიკამენტზე ფასები შემცირდა
დღეიდან პსპ-ში 500-ზე მეტ მედიკამენტზე ფასები ლარის კურსის გამყარების შესაბამისად შემცირდა. ამასთან ერთად, პსპ ყოველდღე უპრეცედენტოდ დაბალ ფასს სთავაზობს მომხმარებელს რამდენიმე ასეულ ყველაზე მოთხოვნად და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო საშუალებებზე, მათ შორის ნო-შპა, კოლდრექსი, მეზიმ-ფორტე, ესენციალე ფორტე, კონკორ, დიაბეტონ-MR და სხვ.
„ლარის კურსის გამყარებასთან დაკავშირებით 500-ზე მეტ მედიკამენტზე ფასები დავწიეთ. ლარის კურსის გამყარებისა და დასტაბილურების შემთხვევაში, ფასების შემცირება მედიკამენტების სრულ ასორტიმენტზე გავრცელდება“-აცხადებენ პსპ-ში.
შეგახსენებთ, რომ „ჩემი ოჯახის ბარათის“ მფლობელები პსპ-ში მედიკამენტების შეძენისას, დამატებით ფასდაკლებას იღებენ ყოველდღე, მიუხედავად მიმიდნარე ფასდაკლების აქციებისა.
(R)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან