01:06 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-20 16:00:54, 732 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი მიიღო

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი მიიღო. 

ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი X-ზე წერს.

"ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი მიიღო, რომელსაც მიზანში აქვს ამოღებული ჩრდილოვანი ფლოტის დაახლოებით 200 ხომალდი. 

ახალი ზომები ასევე ითვალისწინებს ჰიბრიდულ საფრთხეებსა და ადამიანის უფლებებს. 

რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებზე მუშაობა მიმდინარეობს. 

რაც უფრო დიდხანს აწარმოებს რუსეთი ომს, მით უფრო მკაცრი იქნება ჩვენი პასუხი". - წერს კალასი.

გარდა ამისა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ NATO-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს თანდასწრებით უკრაინისთვის სამხედრო დახმარება განიხილა მას შემდეგ, რაც უკრაინის თავდაცვის მინისტრს, რუსტემ უმეროვს ვიდეოკონფერენციაზე ელაპარაკა.

EU-მ ახალი სანქციები მას შემდეგ მოითხოვა, რაც რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებს სტამბოლში ვლადიმირ პუტინი არ დაესწრო.

18 მაისს გამოცემა Deutsche Welle ევროკავშირის დაუსახელებელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერდა, რომ EU რუსეთის წინააღმდეგ “ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ” სანქციებს ამზადებდა და რუსეთს ერთდროულად სანქციების ოთხ რეჟიმს დაუწესებდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics