2016-03-16 18:10:26, 746 ნახვა
ეკონომიკა
ეროვნული ბანკის საბჭომ პრეზიდენტს სებ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე კობა გვენეტაძის კანდიდატურა წარუდგინა
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ პრეზიდენტს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე კობა გვენეტაძის კანდიდატურა წარუდგინა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ ეროვნული ბანკიდან აცნობეს, გადაწყვეტილება საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
„ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, კობა გვენეტაძის კანდიდატურა საქართველოს პრეზიდენტს წარედგინება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე დასანიშნად“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
ცნობისთვის, 2 მარტს, საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატი კობა გვენეტაძე ერთხმად დაამტკიცა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან