16:42 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-17 14:09:18, 1056 ნახვა

საზოგადოება
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ქაშუეთის ტაძარში პარაკლისი აღევლინება

ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში პარაკლისი მიმდინარეობს.

პარაკლისს ესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი და როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

პარალელურად, რუსთაველის გამზირზე ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალქეები იკრიბებიან.

პარაკლისის დასრულების შემდეგ მოქალაქეები სამების ტაძრისკენ საზეიმო მსვლელობას მოაწყობენ.

ცნობისთვის, 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა 2014 წელს გამოაცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics