05:06 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-17 10:03:14, 1511 ნახვა

მსოფლიო
რადოსლავ სიკორსკი - პუტინმა გიგანტი გააღვიძა, მას ჯერ წარმოდგენა არ აქვს რამდენად ძვირად დაუჯდება ეს

პუტინმა გიგანტი გააღვიძა, მას ჯერ წარმოდგენა არ აქვს რამდენად ძვირად დაუჯდება ეს, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„პუტინმა გიგანტი გააღვიძა. მას ჯერ წარმოდგენა არ აქვს რამდენად ძვირად დაუჯდება ეს. ევროკავშირის ეკონომიკა 19 ტრილიონ დოლარს შეადგენს. დონალდ ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დასაწყისიდან, ევროპელმა მოკავშირეებმა, კანადასთან ერთად, თავდაცვაზე ხარჯები გააორმაგეს. ახლა კვლავ გავაკეთებთ ამას და უკეთ დავხარჯავთ, ვიდრე წარსულში. რუსეთის ეკონომიკა 2 ტრილიონ დოლარს შეადგენს. როგორც ევროპა, სამშვიდობო მიზნებზე 2.5-ჯერ მეტს გამოვყოფთ, ვიდრე რუსეთი გამოყოფს საომარ ძალისხმევებზე.

საკმარისია, რომ უბრალოდ უფრო ჭკვიანურად დავხარჯოთ ფული“, - წერს სიკორსკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics