07:04 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-15 10:08:24, 681 ნახვა

მსოფლიო
მარკ რუტე - უკრაინა პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის მზად არის, ბურთი რუსეთის მოედანზეა

უკრაინა პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის მზად არის, ბურთი რუსეთის მოედანზეა, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ თურქეთში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

„ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ბურთი რუსეთის მოედანზეა. უკრაინა მზადაა პირდაპირი მოლაპარაკებებისა და ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუმცა რუსეთის პოზიცია კვლავ გაურკვეველი რჩება“, - განაცხადა მარკ რუტემ.

მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში თურქეთის როლი მნიშვნელოვანია.

„თურქეთს პარტნიორებთან კარგი ურთიერთობა აქვს და მნიშვნელოვან ადგილს წარმოადგენს, რათა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები წარმატებულ დასასრულამდე მივიდეს. თუმცა, ჯერ უნდა ვნახოთ, რომ რუსები აქ შესაბამისი დელეგაციით იქნებიან წარმოდგენილები“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics