2025-04-24 10:16:27, 794 ნახვა
სამართალი
რომში პოლიციამ საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა
რომში, პარიოლის რაიონში ბინაში შეღწევის მცდელობისა და დიდი რაოდენობის ძვირფასეულობის ქურდობის ფაქტზე საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავება 21 აპრილს მოხდა - რომის პოლიციამ დამნაშავეები ერთ-ერთ კორპუსში, საცხოვრებელი ბინის კარის ხელსაწყოებით გაღების პროცესში დააკავა.
ჩხრეკის შედეგად, რომის პოლიციამ დაკავებულთა სახლიდან, მოპარული ნივთებით სავსე 6 ჩემოდანი ამოიღო - მათ შორის ძვირადღირებული საათები, ოქროს სამკაულები და დიზაინერული სამოსი (ნივთების ღირებულება ჯამში, 200 ათას ევროზე მეტია).
ამავე ბინაში პოლიციამ საქართველოს 3 მოქალაქე აღმოაჩინა, რომლებიც ადგილობრივი მედიის თქმით, წარსულში იგივე დანაშაულების გამო იყვნენ ნასამართლევი, ხოლო ამჯერად მოპარულ ნივთებს აგროვებდნენ.
მედიის ცნობით, გამოძიება გრძელდება სხვა ძარცვებთან კავშირის დასადასტურებლად.
ავტორი: ექსპრესნიუსი,