10:00 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-18 09:31:27, 599 ნახვა

მსოფლიო
ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 5 დაიჭრა

შეიარაღებულმა პირმა ქალაქ ტალაჰასიში, ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარ კამპუსში ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა და 5 დაიჭრა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

სამართალდაცავების ინფორმაციით, მოკლული პირები სტუდენტები არ იყვნენ.

თავდასხმაში ეჭვმიტანილი 20 წლის ფენიქს იკნერია, რომელიც ლეონის ოლქის შერიფის მოადგილის შვილია. ის, სავარაუდოდ, ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს.

გავრცელებული ინფორმაციით, პისტოლეტი, რომელიც ეჭვმიტანილს დაკავებისას აღმოაჩნდა, მისი დედის ძველი სამსახურებრივი იარაღია.

მომხდარს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოეხმაურა და სირცხვილი უწოდა, თუმცა განაცხადა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის ქვეყანაში იარაღის შესახებ კანონმდებლობის შეცვლას შეეცდება. ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „სროლას იარაღი კი არა, ხალხი ახორციელებს“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics