07:44 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-16 11:17:11, 685 ნახვა

საზოგადოება
რკინიგზა 18 და 19 აპრილს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს

საქართველოს რკინიგზა 18 და 19 აპრილს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს რკინიგზა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მათივე თქმით, დამატებითი რეისების დანიშვნა აღდგომის დღესასწაულს უკავშირდება.

„აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა 18 და 19 აპრილს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს.

თბილისი-ბათუმი

გასვლა: 10:35

ჩასვლა: 16:10

ბათუმი-თბილისი

გასვლა: 18:30

ჩასვლა: 23:47

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის საშუალებით, სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში, საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით“, – წერს საქართველოს რკინიგზა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics