14:11 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-11 21:49:36, 850 ნახვა

მსოფლიო
ფინეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების შეძენა საბოლოოდ აკრძალა

ფინეთმა საბოლოოდ აკრძალა რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების შეძენა. ამის შესახებ განცხადებას ფინეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ფინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ 11 აპრილს ფინეთის პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი მთავრობის წინადადებას, რომ რუსეთის მოქალაქეებს სრულიად აეკრძალოთ უძრავი ქონების შეძენა.

ფინეთის თავდაცვის მინისტრის ანტი ჰაკანენის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან უსაფრთხოების რისკებს უკავშირდება და მისი ფართო მხარდაჭერა ეროვნული ერთსულოვნების მნიშვნელოვანი დემონსტრაციაა.

„ეს ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია და დიდ სიხარულს განვიცდი, რომ პარლამენტმა სრულად დაუჭირა მხარი ამ წინადადებას, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებას ისახავს მიზნად. გადაწყვეტილება მკაფიო მესიჯს აგზავნის: ფინეთის დესტაბილიზაციას არ დავუშვებთ,” - განაცხადა ჰაკანენმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ახლა სამთავრობო რეზოლუცია მზადდება, რომელიც საფრთხის წარმომადგენელი ქვეყნების სიას შეადგენს. ამას გარდა, ფინეთი კანონმდებლობაზე მუშაობს, რომელიც სახელმწიფოს უკვე შეძენილი უძრავი ქონების საკითხებში ჩარევის საშუალებას გაუზრდის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics