03:04 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-14 16:54:41, 638 ნახვა

სამართალი
ელისაშვილი პროკურატურაზე: ასეთი რაღაცები მოატყუონ ბებიებს

"პროკურატურის ნაცვლად, პირადად მივმართავ საერთაშორისო ექსპერტიზას და დავადასტურებინებ, რომ ეს ჩემი ბედკრული ტელეფონი არის ნატანჯი და აქედან, აღდგენის ნაცვლად, ინფორმაციას შლიდნენ",-ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა მთავარ პროკურატურაში დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ელისაშვილი პროკურატურას უუნაროს უწოდებს.

„პროკურატურამ რას უნდა მიმართოს, უნდა გენახათ უცხოელებზე მიწერილი, თუ რა წერია, „hello I’m Giorgi sharabidze” წერს ვიღაც და ეუბნება იქნებ დაგვეხმაროთ. ერთი წინადადება აქვთ მიწერილი. “hello we cant”. ასეთი რაღაცები მოატყუონ ბებიებს, ვინც ინგლისური არ იცის. სამარცხვინო მიწერ-მოწერა ჰქონდათ. პროკურატურა სამარცხვინო დუქანია. მართლა დუქნის სუნია რომ შეხვალ, რაღაც მოხარშული ხორცის სუნი დგას, რითაც არიან დაკავებულები, ის სუნი ადის, აქოთებულია იქაურობა“, - განაცხადა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, ალეკო ელისაშვილის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნების თანახმად, მისი კუთვნილი მობილური ტელეფონიდან ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძის მიერ გაგზავნილი მესიჯები და სხვა კომუნიკაციების აღდგენა ვერ მოხერხდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics