|
2016-03-11 15:29:12, 723 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური მიკროსაფინანსო ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მიკროსაფინანსო ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი ძირითადი თემა მოგების გადასახადის რეფორმა და საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები იყო. სამინისტროს წარმომადგენლებმა ასოციაციის წევრებს გააცნეს მოგების გადასახადის რეფორმასთან დაკავშირებული ტექნიკური და ადმინისტრაციული საკითხები, მათი განხორციელების შემთხვევაში მოსალოდნელი საფინანსო-ეკონომიკური შედეგები. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გრძელდება მსჯელობა, თუ რა პერიოდიდან იქნება შესაძლებელი აღნიშნულ რეფორმაში საფინანსო სექტორის ჩართვა. „როგორც გასული შეხვედრები, დღევანდელი დიალოგიც ძალიან საინტერესო იყო. მიკროსაფინანსო ასოციაციის წარმომადგენლებს გავაცანით ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელდა საგადასახადო პოლიტიკის ლიბერალიზაციის მიმართულებით, ასევე ვისაუბრეთ იმ რევოლუციურ სიახლეებზე, რომლებიც იგეგმება საგადასახადო კანონმდებლობაში. ჩვენ აქტიურად ვხვდებით ბიზნეს სექტორს და ეს კომუნიკაცია გაგრძელდება ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა ქვეყნის საგადასახადო კანონმდებლობა იყოს უფრო მეტად ადაპტირებული და ერგებოდეს იმ პრობლემებს, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა. „ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი რეფორმაა. უკვე გვქონდა საშუალება გავცნობოდით რეფორმით გათვალისწინებულ სიახლეებს, დღეს გვქონდა შეხვედრა ფინანსთა სამინისტროში. ადვილია იმ დადებითი შედეგების დასახელება, რაც მოჰყვება აღნიშნული რეფორმის განხორციელებას, მით უფრო, თუ ის გავრცელდება საფინანსო სექტორზეც. მოგეხსენებათ, აღნიშნულ სფეროში მნიშვნელოვანი კაპიტალია და ახალი ინიციატივა ხელს უწყობს კაპიტალის დაგროვებას ქვეყენაში, რაც მნიშვნელოვანია, ეს იქნება ლარში დაგროვილი ფინანსური რესურსი, რომლის ინვესტირებაც მოხდება ბიზნესში. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბევრად გამარტივდება საგადასახადო ადმინისტრირებაც. გვინდა ვისურვოთ, რეფორმა რაც შეიძლება მალე გავრცელდეს საფინანსო სექტორზეც", - განაცხადა მიკროსაფინანსო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ, ბესიკ შენგელიამ. საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების გარდა, საუბარი ასევე შეეხო აღნიშნულ სექტორში დღეს არსებულ ვითარებას და დარგის განვითარების პერსპექტივას.
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)