23:52 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-09 10:31:36, 1020 ნახვა

მსოფლიო
პენტაგონი თარხან ბათირაშვილის ლიკვიდაციის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას იკვლევს

"ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერის, ომარ ალ-შიშანის, იგივე თარხან ბათირაშვილის შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას პენტაგონი იკვლევს.

როგორც სააგენტო France press-ი იუწყება, სპეც ოპერაცია ბათირაშვილის ლიკვიდაციისთვის 4 მარტს ჩატარდა, რომელსაც ის სავარაუდოდ ემსხვერპლა, თუმცა დაზუსტებული ინფორმაცია ამ დროისთვის არ არსებობს.

როგორც პენტაგონის წარმომადგენელი აცხადებს, სპეც-ოპერაციის დროს, რომელიც აშშ-მ განახორციელა, ბათირაშვილი სირიაში, კერძოდ კი ეშ-შადადში იმყოფებოდა და უშუალოდ მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში.

პენტაგონის პრესსპიკერის განცხადებით, თუკი ალ-შიშანის ლიკვიდაცია დადასტურდა, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ე.წ. "ისლამურ სახელმწიფოს" უცხოელი მებრძოლების გადაბირება გაუჭირდება.

როგორც პენტაგონში აცხადებენ, ბათირაშვილი "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ლიდერია. ის ISIS-ის სამხედრო მინისტრის პოსტსაც კი იკავებს.

ცნობისთვის, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს თარხან ბათირაშვილი ტერორისტების სიაში ჰყავდა შეყვანილი და მის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ 5 მილიონი დოლარი ჰქონდა დაწესებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics