|
2016-03-08 09:31:49, 659 ნახვა
სამართალი
ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმისთვის დაკავებულ ლევან მექვაბიშვილს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს
„თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურ მდივან ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმისთვის დაკავებულ ლევან მექვაბიშვილს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, მექვაბიშვილის დაკითხვა მოდულის შენობაში რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა. ტელეკომპანიის ცნობით, შენობიდან გამოსულ ადვოკატს კომენტარი არ გაუკეთებია. სასამართლო პროცესი დღეს ან ხვალ გაიმართება, სადაც მოსამართლე მიიღებს გადაწყვეტილებას დატოვებს თუ არა პატიმრობაში ლევან მექვაბიშვილს. მექვაბიშვილი ამ დროისათვის ერთადერთი ბრალდებულია, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე დააკავა. სამართალდამცველები მის თანამზრახველს ეძებენ. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)