19:17 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-06 10:43:54, 629 ნახვა

სამართალი
საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისთვის, საქართველოს, ბანგლადეშის, პაკისტანის და თურქეთის 10 მოქალაქე დააკავეს

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს, სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, მეორე სამმართველოს (ახალციხე) N6 სასაზღვრო სექტორის (კარწახი) და N3 სასაზღვრო სექტორის (ჭარალი) დასაცავ მონაკვეთებზე ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით, საქართველოს, ბანგლადეშის, პაკისტანის და თურქეთის 10 მოქალაქე დააკავეს.

ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics