19:16 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-04 11:28:44, 647 ნახვა

სამართალი
საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ერთ-ერთ კანდიდატად გიორგი ებანოიძე დასახელდა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ვახტანგ მჭედლიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი ებანოიძის კანდიდატურა წარადგინა.

მამუკა ახვლედიანის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას, სწორედ გიორგი ებანოიძე ასრულებდა, რომელიც ამავე დროს სამოქალაქო კოლეგიის ხელმძღვანელია.

ამავე თანამდებობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ საბჭოს წინა სხდომაზე ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე წარადგინა.

საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის საკითხზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტილებას სავარაუდოდ დღეს მიიღებს.

ცნობისთვის, ვახტანგ მჭედლიშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის კვოტით არის წარდგენილი.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით 22 თებერვალს მამუკა ახვლედიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს. ოფიციალურ მიზეზად მენეჯმენტში არსებული პრობლემები დასახელდა. სხდომას თავად მამუკა ახვლედიანი არ ესწრებოდა. სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა მას შემდეგ გახდა ვაკანტური.

თავად მამუკა ახვლედიანმა საქალაქო სასამართლოს განჩინებით მიმართა, რომ იუსტიციის საბჭომ სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის საკითხი შეაჩეროს, თუმცა სასამართლომ მამუკა ახვლედიანის ეს განჩინება არ დააკმაყოფილა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics