10:46 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-11 12:03:25, 1842 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსული დრონების შეტევა მოიგერიეს

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 74 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 47 თავდაცვის ძალებმა წარმატებით ჩამოაგდეს. დარჩენილი 27 დრონი უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა.

დრონების ჩამოგდება განხორციელდა პოლტავის, სუმის, ხარკოვის, ჩერკასის, ჩერნიგოვის, კიევის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, მიკოლაივის, კიროვოგრადისა და ხერსონის ოლქებში.

რუსული დრონების ნამსხვრევებმა სერიოზული ზიანი მიაყენა უკრაინის შვიდ ოლქში. დაზიანებულია კერძო სახლები, სხვადასხვა დაწესებულებები და ავტომობილები.

უკრაინული მედია აღნიშნულ ინფორმაციას ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. შეტევების შედეგად მოსახლეობაში მსხვერპლის ან დაზიანებების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წლის დასაწყისში აშშ-ის უმსხვილესმა ბანკებმა მოგების რეკორდი მოხსნა
აია-სოფიაში ბერძენი ტურისტები დააკავეს მას შემდეგ, რაც გაშალეს დროშა წარწერით „მართლმადიდებლობა ან სიკვდილი“
ცოცხლების მარში აუშვიცში
აშშ-მ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციები აღადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics