00:56 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-21 15:00:15, 552 ნახვა

ომი უკრაინაში
სიბიგა - უკრაინა არ დათანხმდება შეთანხმებას - მიწა მშვიდობის სანაცვლოდ

კიევი არ დათანხმდება მოსკოვთან არანაირ შეთანხმებას ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა.

როგორც სიბიგამ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში გამართული მოსმენის დროს აღნიშნა, "ეს ნიშნავს მილიონობით ადამიანის დატოვებას აგრესორის ხელში, რაც გამოიწვევს გენოციდს, წამებასა და ჩაგვრას".

სიბიგამ აგრეთვე რუსეთში დამტკიცებულ განახლებულ ბირთვულ დოქტრინაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ეს რუსეთის მხრიდან შანტაჟია.

„უკრაინა არ მიიღებს რამე წინადადებას, რომელიც მოიცავს კომპრომისს ჩვენს სუვერენიტეტთან ან ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, არ მივიღებთ ჩვენი მონაწილეობის გარეშე შემუშავებულ არანაირ ინიციატივას, არ მივიღებთ შეთანხმებას: მიწა მშვიდობის სანაცვლოდ.

ეს არის დაშოშმინება და არ მშვიდობა. დაშოშმინება წარსულში არასდროს მუშაობდა და არც ახლა იმუშავებს.

რუსეთის განახლებული ბირთვული დოქტრინა და რიტორიკა ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ სხვა არაფერია, თუ არა შანტაჟი“, - განაცხადა სიბიგამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics