15:46 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-26 18:45:17, 815 ნახვა

სამართალი
ლადო სადღობელაშვილი დააკავეს

ისნის სამხედრო ჰოსპიტალში მცხოვრებმა დევნილებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები, კომუნალური მომსახურეობის აღდგენას ითხოვენ. 

აქციაზე ასევე იმყოფებოდნენ "თავისუფალი თაობის" წევრები, რომლებმაც საბურავების დაწვა სცადეს, რის გამოც ლადო სადღობელაშვილი და აქციის ორი მონაწილე დააკავეს.

როგორც "ექსპრესნიუსს" საპატრულო პოლიციის პრეს-სამსახურში განუცხადეს, სამივე პირი ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელისთვის წინააღმდეგომის გაწევას გულისხმობს.

აქციის მონაწილეების განცხადებით ისინი, საღამოს 20:00 საათზე ორთაჭალაში, შსს-სთან აქციის გაგრძელებას გეგმავენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი - ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს
სააპელაციომ 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა და არ შეუცვალა 2-წლიანი სასჯელი
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
ოპოზიციის ალიანსმა მაღალი ფასების შესამცირებლად საკუთარი ხედვა წარადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics