2016-02-23 18:21:29, 687 ნახვა
ეკონომიკა
წამყვანი ჩეხური კომპანიები საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას გეგმავენ
წამყვანი ჩეხური კომპანიები საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას გეგმავენ - შეხვედრა საქართველოს დელეგაციასა და ჩეხური კომპანიების წარმომადგენლებთან დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციას სამუშაო სადილზე ჩეხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა უმასპინძლა.
საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკის ყველა იმ მიმართულებას, რომელთა მიმართაც ჩეხური ბიზნესის წარმომადგენლებმა ინვესტიციების განხორციელების ინტერესი გამოხატეს. უკვე გადაწყდა საქართველოში ჩეხური ლუდის სახარშისა და ქარხნის მშენებლობა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან