2016-02-19 16:08:56, 696 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილის „ფრონტერას" აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის „ფრონტერას" აღმასრულებელ დირექტორს, სტივ ნიკანდროსს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემები კომპანიის საქართველოში მუშაობის პერსპექტივები და თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯები იყო.
შეხვედრაზე განიხილეს, რა შეიძლება გააკეთოს დამატებით საქართველოს მთავრობამ, კომპანიის სამომავლო საქმიანობის ხელშესაწყობად.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრა „ფრონტერასთან" ენერგეტიკის სამინისტროს მონაწილეობით დაიგეგმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და „ფრონტერას" აღმასრულებელი დირექტორის შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან