|
2024-08-14 12:51:04, 489 ნახვა
ეკონომიკა
ვიდეოკონკურსი „ახალგაზრდები ფინანსებსა და მეწარმეობაზე“ ბაზისბანკის მხარდაჭერით იმართება
ბაზისბანკის მხარდაჭერით და საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსური განათლების პორტალ ფინედუს ინიციატივით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ვიდეოების კონკურსი - „ახალგაზრდები ფინანსებსა და მეწარმეობაზე“ იმართება. ამ დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების გამართვის მთავარ მიზანს, საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევების გამკლავებაში, ახალგაზრდების როლის მნიშვნელობის აღნიშვნა და წახალისება წარმოადგენს. კონკურსის მიზანია, ახალ თაობაში ფინანსური განათლების საკითხების საინტერესო, შემეცნებითი ხერხებით გავრცელება, ფინანსური განათლების საკითხების მიმართ ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლიანი ქმედებების ჩამოყალიბება და დამოკიდებულებების გაუმჯობესება, ახალგაზრდებში გონივრული ფინანსური ქცევების წახალისება. ვიდეოკონკურსის ფარგლებში, ნამუშევრების მიღება 12-31 აგვისტოს ჩათვლით გრძელდება. კონკურსის პირველ ეტაპზე, ჟიურის მიერ გამოვლინდება 10 ფინალისტი ვიდეო. 27 სექტემბერს კი, ჟიური გამოავლენს გამარჯვებულ 3 ვიდეოს, ხოლო კატეგორიაში „მომხმარებლის რჩეული“ გამარჯვებული გამოვლინდება ფინედუს ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოებზე მომხმარებელთა რეაქციების რაოდენობის შესაბამისად. კონკურსის ფარგლებში შერჩეული ვიდეოები, ფინედუს ვებ-გვერდსა და მის სოციალურ არხებში გამოქვეყნდება და ახალგაზრდა თაობაში ფინანსური განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს. „ახალგაზრდები ფინანსებსა და მეწარმეობაზე“ ვიდეოკონკურსში მონაწილეობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ მოცემულ გვერდზე. „ახალგაზრდა თაობის ფინანსური განათლების ხელშეწყობა ბაზისბანკის, როგორც განათლების მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტის, ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ბანკის ჩართულობით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე წელს ვიდეოკონკურსით აღინიშნება, რომელიც ახალგაზრდებში მეწარმეობისა და გონივრული ფინანსური გადაწყვეტილებების წახალისებას წარმოადგენს. ფინანსური განათლების საკითხების მიმართ ინტერესის ზრდა და ცოდნის გავრცელება კი, სამომავლოდ მათ პასუხისმგებლიანი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარებათ“, - აცხადებს ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)