21:56 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-25 11:32:07, 575 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსმა სამხედროებმა უკრაინაზე დრონებით იერიში მიიტანეს, მათგან სამმა რუმინეთის საზღვარი გადაკვეთა

რუსი სამხედროები ღამით უკრაინას 38 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხნენ თავს. ამის შესახებ ინფორმაციას "უკრაინსკაია პრავდა“ უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურის, გენერალ-ლეიტენანტ ნიკოლაი ოლეშჩუკის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ოლეშჩუკის თქმით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის მიერ გაშვებული დრონებიდან 25-ის ჩამოგდება შეძლეს.

ოლეშჩუკი განცხადებაში ასევე აღნიშნავს, რომ თავდასხმის დროს, უკრაინის საჰაერო სივრცე 3-მა რუსულმა დრონმა დატოვა, რომელთა კვალი რუმინეთის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შემდეგ იკარგება.

თავდასხმა საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ძალებმა, ელექტრონულმა საბრძოლო დანაყოფებმა, თავდაცვის ძალების მობილურ სახანძრო ჯგუფების ეკიპაჟებთან ერთად მოიგერიეს.

რუსეთმა იერიში მიიტანა ოდესის რეგიონის სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილში მდებარე ინფრასტრუქტურულ ობიექტებზეც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics