14:22 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-12 16:11:12, 508 ნახვა

პოლიტიკა
შს მინისტრი ისრაელის ელჩს იუვალ ფუქსს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ისრაელის სახელმწიფოს ელჩ იუვალ ფუქსს შეხვდა.

შსს-ს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე შს მინისტრმა ისრაელის სახელმწიფოს ელჩს უწყებაში მიმდინარე რეფორმები და ინიციატივები გააცნო.

ამასთან, მხარეებმა საქართველოსა და ისრაელს შორის სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობა და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.

ვახტანგ გომელაურმა და იუვალ ფუქსმა ასევე ისრაელის მხარესთან დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე შექმნილი თანამშრომლობის პროგრამასა და მის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს.

მინისტრმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარების კუთხით ისრაელის მხარდაჭერაზე და ამ პროცესში ისრაელის პოლიციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ატაშეს როლის შესახებ ისაუბრა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics