|
2024-06-14 15:22:16, 442 ნახვა
რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის ტრენინგი „თანაბარი შესაძლებლობები, თანაბარი უფლებები“ გაიმართა
14 ივნისს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, ქედის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის ტრენინგი „თანაბარი შესაძლებლობები, თანაბარი უფლებები" გაიმართა, რომელსაც მოწვეული ტრენერი მერი ჩიმაკაძე უძღვებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ღონისძიების მიზანია საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება, შშმ პირებთან სწორი კომუნიკაციის დამყარება და ადამიანების სოციალური იზოლაციის დაძლევა. „ასევე, შშმ პირთა რეალური შესაძლებლობების წარმოჩენა და საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპული შეხედულებების დაძლევა. ღონისძიება, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის პროგრამის ფარგლებში გაიმართა”, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)