2024-04-26 11:08:39, 535 ნახვა
ომი უკრაინაში
Reuters - ესპანეთი უკრაინას Patriot-ის ტიპის რაკეტებს გაუგზავნის
ესპანეთი უკრაინას Patriot-ის ტიპის რაკეტებს გაუგზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, ესპანეთს Patriot-ის სისტემის სამი ბატარეა აქვს, რომელიც გერმანიისგან 2004 და 2014 წლებში შეიძინა.
„ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ვალდებულება უკრაინის მიმართ“, - განუცხადა ესპანელმა დიპლომატიურმა წყარომ უცხოელ ჟურნალისტებს.
როგორც მედია აღნიშნავს, აპრილის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს წევრებს კიევისთვის სამხედრო დახმარების გაძლიერებისკენ მოუწოდა და განუცხადა, რომ უკრაინას მინიმუმ შვიდი Patriot-ის ტიპის რაკეტა ან სხვა უფრო მაღალი დონის საჰაერო თავდაცვის სისტემა სჭირდებოდა, რუსული საჰაერო თავდასხმების მოსაგერიებლად.
ავტორი: ექსპრესნიუსი,