2024-02-02 10:10:44, 1303 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთის მიერ გაშვებული 24 დრონიდან 11 გავანადგურეთ
უკრაინამ, 2 თებერვლის ღამეს, რუსეთის მიერ გაშვებული 24 დრონიდან 11 გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები Telegram-ზე ავრცელებს.
საჰაერო ძალების ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატების გაშვება პრიმორსკო-ახტარსკის რეგიონიდან დაფიქსირდა.
"საჰაერო ძალების ძალისხმევით და საჰაერო თავდაცვასთან თავდაცვის ძალების თანამშრომლობით, განადგურდა Shahed-ის ტიპის 11 დრონი. საჰაერო შეტევის მოგერიებაში საზენიტო-სარაკეტო დანადგარები და მობილური სახანძრო ჯგუფები იყვნენ ჩართული.
დრონები დნეპროპეტროვსკის, ხერსონის, კიროვოგრადისა და ხარკოვის ოლქებში ჩამოვაგდეთ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,