12:46 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-26 15:43:25, 1203 ნახვა

რეგიონი
ახალქალაქში დიალიზის სერვისი ამოქმედდა

ახალქალაქში დიალიზის სერვისი ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, სამედიცინო დაწესებულებები დიალიზისთვის საჭირო აპარატურით სრულად აღიჭურვა.

"ამ დრომდე ბენეფიციარებს  პროცედურის ჩასატარებლად, კვირაში რამდენჯერმე, კილომეტრების დაშორებით, სხვადასხვა ქალაქში უწევდათ გადაადგილება, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან, დროსა და ხარჯებთან იყო დაკავშირებული. 

სერვისის ამოქმედების შემდეგ კი, ბენეფიციარები სერვისს მათსავე ქალაქში, საცხოვრებელ სახლებთან ახლოს მიიღებენ. 

ჰემოდიალიზის საჭიროების მქონე პირებს, სათანადოდ გადამზადებული მედპერსონალი ყოველდღიურად მოემსახურება",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics