14:22 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-11 15:39:51, 493 ნახვა

პოლიტიკა
ნორლანდი: FBI-მ ჟვანიას საქმეზე დასკვნა იმ ინფორმაციის საფუძველზე გააკეთა, რომელიც საქართველოს მთავრობამ ხელმისაწვდომი გახადა

ამერიკის ფედერალურმა ბიურომ (FBI) ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე თავისი დასკვნა  იმ ინფორმაციის საფუძველზე გააკეთა, რომელიც საქართველოს მაშინდელმა მთავრობამ მისთვის ხელმისაწვდომი გახადა, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განმარტებით, თუ საქართველოს დღევანდელ მთავრობას ახალი ინფორმაცია აქვს და ამერიკის ფედერალურ ბიუროს მიაწვდის, ის მზადაა, დეტალები გამოიკვლიოს.

"ჩვენი პოზიცია ამ მხრივ მრავალი წლის განმავლობაში ნათელია.  აშშ მზად არის დახმარება გაუწიოს საქართველოს. იქნება ეს ძალოვანი სტრუქტურების, თუ სასამართლო ექსპერტიზის ცოდნის თვალსაზრისით.ამ შემთხვევაში ასე მოხდა. ბატონი ჟვანიას და მეორე ადამიანის გარდაცვალების დროს. ეს ასე იქნება მომავალშიც.ამერიკის ფედერალურმა ბიურომ თვისი დასკვნა იმ ინფორმაციის საფუძველზე გააკეთა, რომელიც მისთვის გახადა ხელმისაწვდომი საქართველოს მთავრობამ. თუ საქართველოს მთავრობას ახალი ინფორმაცია აქვს და მიაწვდის FBI-ის,  ის მზად არის ეს დეტალები გამოიკვლიოს",-განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics