08:20 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-11 17:32:19, 913 ნახვა

რეგიონი
ქედაში, დამამთავრებელი სკოლის მოსწავლეებისათვის ფილმის ჩვენება და დისკუსია გაიმართა

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, დამამთავრებელი სკოლის მოსწავლეებისთვის CinéDOC-Tbilisi-ს პლატფორმის მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის "პუნამის ბედისწერა" ჩვენება და დისკუსია გაიმართა, რომელსაც მოწვეული ტრენერი თინათინ გიორგაძე უძღვებოდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ქედის მერიის ცნობით, გოგონებისთვის განათლების ხელშეწყობის აუცილებლობა, ნაადრევი ქორწინება, გენდერული უთანასწორობა, სიღარიბე - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებიც დისკუსიის მსვლელობისას გამოიკვეთა. მოსწავლეებმა ფილმი რეალურ კონტექსტს დააკავშირეს და გამოწვევების დაძლევის გზებზე იმსჯელეს. ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებს წიგნები გადაეცათ.

"დისკუსიას საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, საკრებულოს წევრი ოთარ ხარაძე და განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ეკატერინე ქაჯაია ესწრებოდნენ.

ღონისძიება ქედის მუნიციპალიტეტის მერიის გენდერული თანასწორობის საბჭოს და ქალთა ოთახის ორგანიზებით გაიმართა",- აღნიშნულია ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics