23:30 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-19 17:12:24, 1012 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი გაეროს ბავშვთა ფონდის ახალ წარმომადგენელს შეხვდა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე გაეროს ბავშვთა ფონდის ახალ წარმომადგენელს საქართველოში, იესპერ მოლერს შეხვდა.

აჭარის ჯანდაცვის უწყების ცნობით, სამინისტროში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ორგანიზაციებს შორის არსებული თანამშრომლობა მიმოიხილეს და  ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობის გზებზე ისაუბრეს. 

"ვულოცავ ბატონ იესპერს ახალ პოზიციაზე დანიშვნას და ვუსურვებ ნაყოფიერ საქმიანობას ჩვენს ქვეყანაში. აჭარის  ჯანდაცვის სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის აქტიური თანამშრომლობა გრძელდება. ფონდის მხარდაჭერით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა რეგიონში - ტყვიის ექსპოზიციის კვლევა ბავშვებში და პროცესში უცხოელი ექსპერტების ჩართულობა, შეზღუდული შესაძლებლობის შეფასების და სტატუსის განსაზღვრის მოდელის დანერგვა, ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება და ე.წ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახების კრიტერიუმების განსაზღვრა. 2019 წელს გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანს აჭარაში ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება წარმოადგენს. სამომავლოდაც მჯერა ერთობლივად შევძლებთ მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული პროექტების განხორციელებას“, - აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ.

იესპერ მოლერი გაეროს ბავშვთა ფონდს 1999 წელს შეუერთდა და მუშაობდა ინდოეთში, ტაილანდში, ზამბიაში, შეერთებულ შტატებში, ვიეტნამში, სომალსა და სამხრეთ სუდანში.

ოქტომბრის თვიდან, გაეროს მოსახლეობის ფონდისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩვენს რეგიონში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საპილოტე პროგრამა განხორციელდება - ტელემედიცინა, რაც გულისხმობს ანტენატალური მეთვალყურეობისა და ჯანმრთელობის მომსახურებების დისტანციურად მიწოდების ინოვაციურ მიდგომას: ტელემედიცინისა და ტელემეთვალყურეობის სერვისების დანერგვას აჭარაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics