11:47 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-23 13:12:17, 1257 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ თურქეთში, საერთაშორისო ფესტივალ „ჩვენებურების“ საზეიმო გახსნაში მიიღო მონაწილეობა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართა თურქეთის კავკასიურ-ქართული ასოციაციების ფედერაციაში დიასპორულ ორგანიზაციებთან და თურქეთში მცხოვრებ ქართველებთან.

აჭარის მთავრობის ცნობით, თორნიკე რიჟვაძემ საერთაშორისო ფესტივალ "ჩვენებურების" საზეიმო გახსნაში მონაწილეობა მიიღო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

"აჭარის მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ფესტივალის და ქართული დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობის მნიშვნელობას, რაც არსებითია როგორც ქართული კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციის, ისე ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებისთვის.

კავკასიურ-ქართული ასოციაციების ფედერაციის ორგანიზებით საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი „ჩვენებურები" არაერთი წელია იმართება. წელს ფესტივალი განსაკუთრებული მასშტაბურობით, ბურსას რეგიონის 5 მუნიციპალიტეტში იმართება. ფესტივალში მონაწილეობა აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „არსიანმა" და თურქეთში მოღვაწე ანსამბლ „ჩვენებურებმა" მიიღეს.

ფესტივალის მიზანი თურქეთში მოქმედი ქართული დიასპორების შემოქმედების წარმოჩენა და ქართული  ფოლკლორის პოპულარიზაციაა.

ფესტივალს ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, თურქეთის ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები და ადგილობრივი მოსახლეობა",- ნათქვამია აჭარის მთავრობის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics