08:42 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-22 13:53:06, 1255 ნახვა

რეგიონი
რიჟვაძე - სოფლად მეწარმეობის მხარდაჭერა გრძელდება, სოფლის მეურნეობაში ჩართული 1 500-მდე ოჯახი მიიღებს დახმარებას

აჭარის მთავრობის სხდომაზე სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებები განიხილეს.

აჭარის მთავრობის მეთაურმა, თორნიკე რიჟვაძემ საოჯახო მეურნეობების მხარდაჭერის და დარგის გაძლიერების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

"სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს და აგრძელებს სოფლად მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამას და ამ მიმართულებით, დაახლოებით, 5 მილიონი ლარია მობილიზებული. საოჯახო მეურნეობების კუთხით, 1 500-მდე ოჯახი მიიღებს შესაბამის მხარდაჭერას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან. დავაფინანსეთ 13 პროექტი. იმედი მაქვს, რომ წელს აღნიშნული ბენეფიციართა რაოდენობა გაიზრდება", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის ცნობით, სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების მხარდაჭერის პროგრამა მოიცავს ორ ღონისძიებას - სოფლად მეწარმეობის განვითარება და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა.

საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის ღონისძიების ფარგლებში, შერჩეული იქნა 1 424 ბენეფიციარი და მიმდინარეობს ბენეფიციარების მიერ შესყიდული სასოფლო-სამეურნეო წარმოების სხვადასხვა ტექნიკის საშუალებების თანადაფინანსება.

სოფლად მეწარმეობის განვითარება ღონისძიების ფარგლებში 2022 წელში დასაფინანსებლად შერჩეული იქნა 13 წარმატებული პროექტი.

სოფლად მეწარმეობის განვითარება ღონისძიების ფარგლებში 2023 წელს პროექტების დასაფინანსებლად განაცხადების მიღება დაიწყება ივლისის თვეში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics