12:01 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-10 17:47:49, 1252 ნახვა

რეგიონი
კასპის მერმა, სოფელ დოესის საბავშვო ბაღის ეზოში ახლადმოწყობილი საბავშვო გასართობი სივრცე და ბაღის შენობა დაათვალიერა

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, მერის მოადგილემ ზურაბ კოპაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა სოფელ დოესის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის ეზოში ახლადმოწყობილი საბავშვო გასართობი სივრცე და ბაღის შენობა დაათვალიერეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ეზოში მოეწყო სხვადასხვა გასართობი საშუალება,  მრავალფუნქციური სასრიალო, საქანელა, ზამბარიანი სათამაშოები, აიწონა-დაიწონა და დასასვენებელი სკამები.

„კეთილმოწყობილ საბავშვო ბაღის შენობაში პატარებს განათლების მისაღებად ყველა საჭირო პირობა აქვთ შექმნილი.

როგორც ვახტანგ მაისურაძემ აღნიშნა, მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში საბავშვო სივრცეები აუცილებელია, შესაბამისად ყველა იმ საბავშვო ბაღში  მოეწყობა ეზო, სადაც დღემდე არ არსებობს.

მიმდინარე წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით, 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება - შესაბამისად კასპის მუნიციპალიტეტში 8 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება“,-ნათქვამია კასპის მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics