12:00 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-22 17:52:43, 1354 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ და ნინო ნიჟარაძემ 13 წლის სოფიო დოლიძე მოინახულეს, რომელსაც ღვიძლის ტრანსპლანტაცია ჩაუტარდა [ვიდეო]

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან, ნინო ნიჟარაძესთან ერთად, 13 წლის სოფიო დოლიძე მოინახულა, რომელსაც ღვიძლის ტრანსპლანტაცია ჩაუტარდა.  

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 2023 წლის აპრილის თვეში, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ გოგონას ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია დასჭირდა, რომელიც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში 120 ათასი ლარით დაფინანსდა.

"სოფიო დოლიძე თავს კარგად გრძნობს და ცხოვრების ჩვეულ ტემპს უბრუნდება.

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წელს, გაიზარდა ძვლის ტვინის, ღვიძლისა და გულის ტრანსპლანტაციის დაფინანსება. მიმდინარე წელს უკვე დაფინანსდა ტრანსპლანტაციების 12 შემთხვევა.

● ღვიძლის ტრანსპლანტაცია ფინანსდება - 125 000 ლარით;
● გულის ტრანსპლანტაცია - 220 000 ლარით;
● ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია - 235 000 ლარით.

ასევე, აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით და ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, ტრანსპლანტაციიდან ერთი წლის განმავლობაში, ბენეფიციარებს სრულად დაუფინანსდებათ პოსტოპერაციული გამოკვლევევი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაუფინანსება 2018 წელს დაიწყო და დღემდე პროგრამით 38 პაციენტმა ისარგებლა",- ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.









ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics