2023-01-03 13:07:03, 1903 ნახვა
სპორტი
ცნობილი ავტომრბოლელი კენ ბლოკი ავტოკატასტროფაში დაიღუპა
ცნობილი ავტომრბოლელი კენ ბლოკი ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ამის შესახებ სარბოლო გუნდის Hoonigan Racing Division-ის პრესსამსახურმა განაცხადა. ინფორმაციას The Rambler ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ტრაგედია იუტაში მოხდა. ავტომობილის მძღოლი თოვლმავალს დაეჯახა და გარდაიცვალა.
„კენი იყო პირველი ვინც ამ სპორტში მონაწილეობდა და ლეგენდა. ჩვენ ის საოცრად გვენატრება“, - აცხადებენ გუნდის წარმომადგენლები სოციალურ ქსელებში.
შეგახსენებთ, რომ ბლოკი 55 წლის იყო. ის მონაწილეობდა სპორტის მრავალ სახეობაში, მათ შორის სკეიტბორდში, სნოუბორდში, მოტოკროსში, რალიში, რალიკროსში და გიმხანაში.
მან ასევე ითამაშა ბევრ შოუში Need For Speed იყო DC Shoes-ის, სპორტული ფეხსაცმლის კომპანიის თანადამფუძნებელი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,