13:27 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-05 15:39:17, 843 ნახვა

ეკონომიკა
“ვისოლის” ქსელში საწვავი კიდევ 5 თეთრით იაფდება

ხვალიდან „ვისოლი“ ქსელში არსებულ პროდუქტზე ფასს კიდევ 5 თეთრით ამცირებს.

 ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტებზე ფასის კლების ტენდენციის გათვალისწინებით „ვისოლი“ ფასებს უკვე მეთორმეტედ ამცირებს და ქსელში კომპანიის პროდუქტების ფასმა ჯამში უკვე 55-თეთრამდე დაიკლო.

„მოხარული ვართ, რომ მსოფლიო ბაზარზე საწვავზე ფასების შემცირებამ საშუალება მოგვცა ჩვენს ქსელში არსებულ პროდუქტზე ფასი კიდევ 5 თეთრით შევამციროთ.  თუ ფასების კლების ტენდენცია საერთაშორისო ბაზარზე კვლავ შენარჩუნდა, ეს აუცილებლად  აისახება ჩვენს ქსელში საწვავის ფასზე და შესაბამისად შემცირდება”, – აცხადებს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

ცნობისთვის, „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართი ქსელი აქვს საქართველოში და ნავთობპროდუქტების ყველაზე ფართო არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს. 2014 წლის თებერვლიდან „ეკოს“ უმაღლესი ხარისხის საწვავი ექსკლუზიურად მხოლოდ „ვისოლის“ ქსელში იყიდება. „ვისოლი“ ინოვატორია საქართველოს ნავთობსექტორში და უმაღლესი ხარისხის საწვავისა და მაღალტექნოლოგიური სერვის პროდუქტების შეთავაზებით საცალო ბაზრის ლიდერია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
15 აპრილიდან მდინარე დიღმურას ხიდზე საავტომობილო მოძრაობა 5 თვით სრულად შეიზღუდება
პაშინიანის ავტოკოლონის თანმხლები ავტობუსი ავარიაში მოყვა
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics