13:27 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-05 10:53:43, 758 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური: ლარის კურსის გამყარების ტენდენცია შეიმჩნევა

"ლარის კურსის გამყარების ტენდენცია შეიმჩნევა", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე შეფასებით, რეგიონში ყველაზე უფრო სტაბილური  ვალუტა ლარია. 

"ამ კვირის განმავლობაში ეროვნულ ბანკს არ მოუწია ჩარევა, ამის საჭიროება არ იყო, რადგან კურსის გამყარების ტენდენცია შეიმჩნევა.  ჩვენ გავაანალიზეთ ერთი წლის განმავლობაში კურსის ცვალებადობა და კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე უფრო სტაბილური მცურავი კურსის მქონე ვალუტა არის ლარი. მე სპეციალურად გამოვყავი მცურავი კურსი, ვინაიდან რეგიონში არის აზერბაიჯანი, რომელსაც პრაქტიკულად მიბმული კურსი აქვს, მისი კურსი მუდმივად იცვლება,  ეს დაფიქსირებულია", - განაცხადა ხადურმა.

მისივე ინფორმაციით, ქვეყნის მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები უკვე დაზუსტდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
15 აპრილიდან მდინარე დიღმურას ხიდზე საავტომობილო მოძრაობა 5 თვით სრულად შეიზღუდება
პაშინიანის ავტოკოლონის თანმხლები ავტობუსი ავარიაში მოყვა
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics