2015-02-04 09:32:23, 531 ნახვა
სამართალი
შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული გივი ფ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით წყალტუბოში დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გივი ფ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას „კალაშნიკოვი“-ს სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 60 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან