02:56 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-24 12:47:53, 1865 ნახვა

კომენტარი
გიორგი ვაშაძე – უნდა გამკაცრდეს რეგულაციები და დაიწყოს დისკუსია არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით

კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში უმძიმესი ვითარება გვაქვს, ვფიქრობ, უნდა გამკაცრდეს რეგულაციები, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში უნდა დაიწყოს დისკუსია ოქტომბერში დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით.

„კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში უმძიმესი ვითარება გვაქვს. სამწუხაროდ, ყოველდღიურად მეტი ადამიანი ეწირება ამ ვირუსს, ვიზიარებ ამ ადამიანების ოჯახების მწუხარებას. ვფიქრობ, ჩვენი საერთო, ეროვნული ამოცანა დღეს უნდა იყოს კოვიდთან ბრძოლა და ადამიანთა სიცოცხლეების გადარჩენა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ და გავიმეორებ, რომ უნდა გამკაცრდეს რეგულაციები. მეორე – ნამდვილად ვფიქრობ, რომ უნდა დაიწყოს დისკუსია არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით.

პირველ რიგში, ხელისუფლების ხელშია არჩევნების გადადების საკითხი, მაგრამ ახლა არ არის იმის დრო, ვინ ვისკენ გაიშვერს ხელს და ვინ იტყვის პირველი, ვინ იტყვის მეორე ან ვინ იტყვის, ვის არ უნდა და ვის უნდა არჩევნები, ფაქტია, იმდენად მძიმე ვითარებაა ქვეყანაში, რომ პოლიტიკაც, არჩევნებიც და ყველაფერი გვაქვს ადამიანებისთვის. თუ ჩვენ ადამიანების სიცოცხლე არ გადავარჩინეთ და კომპლექსური ნაბიჯები არ გადავდგით ამ პირობებში, ვერანაირად ვერ წავალთ წინ", – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics