23:04 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-10 10:54:28, 1917 ნახვა

სამხედრო
რეკრუტებმა ხერთვისის ციხეზე სამხედრო ფიცი დადეს

საქართველოს თავდაცვის ძალებს 83 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. რეკრუტებმა სამხედრო ფიცი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან, მრავალსაუკუნოვანი შეუპოვარი ბრძოლებით ცნობილ ციხესიმაგრეზე - ხერთვისის ციხეზე ღვთისა და ერის წინაშე, ანთებული ჩირაღდნებისა და არასტანდარტულად განლაგებული დროშების ფონზე დადეს და თავდაცვის ძალების დიდ ოჯახს შეურთდნენ.- ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დღეიდან ისინი საკონტრაქტო-სამხედრო სამსახურს საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობებში გაივლიან.

,,ფიცის დადებამდე საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) რვაკვირიანი პროგრამა მათ ასევე, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალქალაქში მდებარე უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის ახალ ცენტრში გაიარეს, სადაც სამწყობრო, საცეცხლე, სამედიცინო, ტაქტიკური მომზადება უტარდებოდათ. თანამედროვე სტანდარტების, საწყისი საბრძოლო მომზადების ახალი ცენტრი ახალქალაქში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში, 2020 წლის სექტემბერში გაიხსნა.

პირად შემადგენლობას მნიშვნელოვანი დღე წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა ზურაბ ხვიჩიამ მიულოცა და საქართველოს წინაშე ღირსეული სამსახური უსურვა. სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემაც’’.- ნათქვამია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics