10:16 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-21 19:47:52, 578 ნახვა

კომენტარი
შალვა პაპუაშვილი - ნიკა მელია გაჯიუტებულია და საკნიდან არ გამოდის

„ნიკა მელია გაჯიუტებულია და საკნიდან არ გამოდის“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ენმ“-სა და „ევროპულ საქართველოს“ მოლაპარაკების ჩაშლა ბევჯერ სურდათ.

„ნაციონალური მოძრაობა მელიას იყენებდა, როგორც ინსტრუმენტს, რომ ებიძგებინა მისთვის, დაერღვია აღკვეთის ღონისძიების პირობები, რათა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხვედრილიყო და მისი გამოყენება მომხდარიყო მღელვარების გამოსაწვევად.

ვხედავთ, რომ საფუძველი არ არსებობს, მან სასჯელაღსრულების დაწესებულება ვერ დატოვოს, ის გაჯიუტებულია და ფაქტობრივად საკნიდან არ გამოდის.

ეს მდგომარეობა არასერიოზულია და ერთი რამით აიხსნება, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ და ევროპულმა საქართველომ თვეების განმავლობაში შეთანხმების ჩაშლა რამდენჯერმე წარმატებით შეძლეს, გუშინწინ ჩაშლის ყველა შესაძლებლობა ჩაეკეტათ და ახლა ისინი აგონიაში არიან, ცდილობენ, იქნებ, შეთანხმების აღსრულება შეაფერხონ და ამით მღელვარება შემოიტანონ. მათი დესტრუქციული დღის წესრიგი დამარცხებულია და ეს მარცხი უკვე აღიარეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი დათანხმდა აშშ-სთვის გამდიდრებული ურანის გადაცემას
ევროპას დაახლოებით ექვსი კვირის საავიაციო საწვავის მარაგი აქვს დარჩენილი
ლონდონის „არსენალისა“ და ავსტრიის ნაკრების ყოფილი მეკარე ალექს მენინგერი ავტოკატასტროფაში დაიღუპა
ტრამპმა ისრაელსა და ლიბანს შორის საომარი მოქმედებების 10-დღიანი შეჩერების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics