07:37 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-14 17:20:00, 836 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ შვედი ექსპერტი დააჯილდოვა

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC)  შვედ  ექსპერტთან,  ვიცე-პოლკოვნიკ  ტომას გილმანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გაიმართა. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ,  გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ  ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ინიციატივის, JTEC-ის საკონსულტაციო ჯგუფის  წარმომადგენელს, მედალი „ღირსეული პარტნიორი“ გადასცა.

ვიცე-პოლკოვნიკმა ტომას გილმანმა უწყებრივი ჯილდო ქართული მხარისათვის 2019 წლის ბოლოდან დღემდე გაწეული დახმარებისთვის მიიღო. შვედმა ექსპერტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა JTEC-ის ინიციატივის განვითარებაში.  ღონისძიებას  SNGP-სა და JTEC-ის წარმომადგენლები დაესწრნენ.

შვედი ექსპერტი  JTEC-ს წვრთნებისა და სწავლებების დაგეგმვაში  დახმარებას უწევდა და  ნატოსა და საქართველოს თავდაცვის ძალების შესაბამის წარმომადგენლებთან თანამშრომლობდა.  მნიშვნელოვანია ექსპერტების წვლილი JTEC-ის განვითარებასა და წარმატებაში;   2020 წელს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ცენტრსა (JTEC) და ნატოს გაერთიანებული ძალების სასწავლო ცენტრს (JFTC) შორის ხელი მოეწერა პარტნიორობის შეთანხმებას. დოკუმენტი ხელს შეუწყობს JTEC–ის, როგორც NATO-სთან აფილირებული ერთ-ერთი სრულფასოვანი საწვრთნელი ცენტრის განვითარებას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics