17:04 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-08 17:24:16, 755 ნახვა

კომენტარი
ლევან დავითაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ თითქმის 11 ათასი ჰექტარი მიწა დამატებით ჩაერთვება აქტიურ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში

„მნიშვნელოვანია, რომ თითქმის 11ათასი ჰექტარი მიწა დამატებით ჩაერთვება აქტიურ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებების მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის პროგრამა ფართოვდება. თუ აქამდე გამოსყიდვის უფლება დაშვებული იყო მხოლოდ იჯარით გაცემულ, „სახნავი“ კატეგორიის მიწებზე, ამას ემატება „სათიბი“ კატეგორიაც.

„დარწმუნებული ვარ, მიწის საკუთრებაში გამარტივებულად გადასვლა ფერმერებისთვის და ინვესტორებისთვის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას კიდევ უფრო გააქტიურებს. როცა მიწა საკუთრებაშია, უფრო თამადად ხდება მისი გამოყენება, როგორც უზრუნველყოფის საშუალება საფინანსო ინსტიტუტებისთვის, ბანკებთან ურთიერთობისთვის, სახელმწიფო პროგრამებში ჩასართავად. ცვლილება სტიმულია ინტენსიური თანამედროვე მეურნეობების განვითარებისთვის. თითქმის 11 ათასი ჰექტარი  მიწა დამატებით ჩაერთვება აქტიურ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში. ჩვენი პოლიტიკა უკავშირდება არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ინტენსიურად გამოყენებას და სახელმწიფო მფლობელობაში არსებული მიწების პრივატიზების პროცესის დაჩქარებას და გააქტიურებას. მთავარი აქტივი, რაც არის სასოფლო-სამეურნეო მიწა, უნდა იყოს კერძო მფლობელობაში, იმისთვის, რომ ჩვენი პოლიტიკა უფრო სწრაფად განვახორციელოთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რეგიონებში ცხოველთა 3 ახალი მუნიციპალური თავშესაფარი აშენდება
სპეციალური შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის - დაესწარით სპექტაკლ “შერეკილები”-ს პრემიერას რეზო გაბრიაძის თეატრში
ზურაბიშვილი - მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში გამოიტანა თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics