20:17 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-01 15:09:03, 1004 ნახვა

კომენტარი
პეტრე ცაავა - თუ პატრიარქი დამიდასტურებს, რომ ვარ „უძღები შვილი“, მზად ვარ ბოდიში მოვიხადო

„თუ პატრიარქი დამიდასტურებს, რომ ვარ „უძღები შვილი“, მზად ვარ ბოდიში მოვიხადო“, - ამის შესახებ წყონდიდის ეპარქიის ყოფლმა მეუფემ პეტრე ცაავამ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ თუ ის დაამტკიცებს ილია მეორეს უცხებ შივლობას და ღმერთისგან განდგომას, მან უნდა მოინანიოს.

„მან თქვა, რომ მეუფე პეტრე არის უძღები შვილი და მელოდება, ამით მან შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება და სახარება განმარტა არასწორად. უძღებმა შვილმა მამას მოსთხოვა მისი ქონების წილის აღება, მამამ გაუშვა, მის თავისუფალ ნებას არ გაუწია წინააღმდეგობა და რა თქმა უნდა, თავი ვერ გაართვა უძღებმა შვილმა დამოუკიდებელ ცხოვრებას, ჩავარდა ცოდვებში, მაგრამ შემდეგ მოეგო გონს და დაბრუნდა მამასთან სინანულით.

თუ პატრიარქი თავის თავს მამად მიიჩნევს, მივედი მამასთან, ე.წ მამასთან და ვუთხარი, რომ თქვენ თუ ხართ ამ ოჯახის უფროსი, ამ ოჯახში ყველაფერი ყარს, არის უსამართლობა, სისტემური დანაშაული, თქვენ მფარველობთ ეკლესიაში უზნეობას, უსამართლობას, გყავთ პირადი პატიმარი, არ არის ქრისტიანობა და დავიწყოთ ამ ოჯახის სიმყრალისგან გათავისუფლება.

ამის სანაცვლოდ, მამამ გამაგდო სახლიდან, რა თქმა უნდა უკანონოდ.  თუ პატრიარქი დამიდასტურებს რომ მე ვარ უძღები შვილი მე მზად ვარ ბოდიში მოვიხადო და შენდობა ვითხოვო, მაგრამ თუ მე დავუდასტურებ რომ ის არის უძღები შვილი ღვთის წინაშე, რომელიც განუდგა ღმერთს და ქრისტეს კანონებით არ მართავს ეკლესიას, რა თქმა უნდა, მან უნდა მოინანიოს”, -  განაცხადა პეტრე ცაავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics